Jazzy Roo
ჯეზი რუუ კენგურუების ოჯახიდანაა. მამა ბუნებას სწავლობს, დედა მოდის სახლს უძღვება, ის კი ყოველთვის მოწესრიგებულია.
ჯეზი რუუს ამბავი
კენგურუების წარმოშობა ესე დაიწყო. იყო ბატონი კენი და ქალბატონი გო.
ბატონი კენი ყველაფერს არჩევდა. გატეხილს, გახლართულს, გაუგებარს — ორჯერ გადმოატრიალებდა და მიხვდებოდა. ბუნებას სწავლობდა და რასაც პოულობდა, ფრთხილად იწერდა. თუ ბატონი კენი იტყოდა, რომ ასე იყო, მაშინ ასე იყო. ამიტომ ეძახდნენ სანდო კენს.
ქალბატონი გო ყველაფერს აკეთებდა. სადაც კენი სწავლობდა, გო წყვეტდა. მან მსოფლიოში საუკეთესო მოდის სახლი ააშენა — მხოლოდ გემოვნებითა და გამბედაობით. ეძახდნენ ძლიერ გოს, და ეს თავაზიანობა არ იყო, უბრალოდ სიმართლე.
როცა ისინი დაქორწინდნენ, ორი შვილი შეეძინათ და ორივეს რუუ დაარქვეს. უფროსი ბიჭი მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩაცმულობას და დეტალებს აქცევდა, ამიტომ მას Jazzy რუუ უწოდეს, ხოლო უმცროსი გოგონა, ძალიან ლამაზი და საყვარელი იყო, ყველას მისი ჩახუტება უნდოდა, ამიტომ Huggy რუუ ეწოდა.
მეზობლებს უყვარდათ მათი ოჯახი და გადაწყვიტეს სახელი მოეფიქრებინათ მათთვის. ბოლოს ერთმა თქვა, ეს ხომ კენის და გოს ოჯახია, შვილებს კი რუუები ქვია. ამიტომ მათ კენგორუები უწოდეს.
შეგიძლიათ სხვა აზრი გქონდეთ, მაგრამ სწორედ აქედან იწყება კენგურუების ისტორია.